შესავალი
ამერიკის
შეერთებული შტატები თანამედროვე სამყაროს ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფოა. მისი
უპირატესობა, მისი გავლენა და ძლიერება ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა ნებისმიერ ქვეყანაში.
ტერიტორიული სიდიდე, ბუნებრივი წიაღისეული, გეოგრაფიული მდებარეობა, ტექნოლოგიური მიღწევები
თუ ხანმოკლე წარსული?! მაინც რა განაპირობებს მის წარმატებას? ამ მცირე კვლევით ნაშრომში
შევეხებით თითოეულ ამ საკითხს და ვეცდებით კიდევ უფრო ახლოს გავიცნოთ ეს ისედაც კარგად
ნაცნობი სუპერსახელმწიფო, რომელმაც მოახერხა და უმოკლეს დროში ბევრისათვის საოცნებო
ქვეყნად იქცა.
აღსანიშნავია,
რომ მსოფლიოში პირველი ეროვნული ნაკრძალი სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიქმნა,
1872 წლის 1–ელ მარტს. აქვე მდებარეობს ყველასათვის კარგად ნაცნობი თავისუფლების ქანდაკება,
თეთრი სახლი, ვაშინგტონის კათედრალი, ეროვნული ბიბლიოთეკა და მრავალი სხვა ღირსშესანიშნაობა,
რომელიც განაპირობებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ტურიზმის განვითარებას.სწორედ ტურისტული
ინდუსტრია წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის ერთ–ერთუმსხვილეს და სწრაფად მზარდდარგს.
უცხოელ ტურისტთა მიღების თვალსაზრისით, იგი მესამე ქვეყანაა მსოფლიოში (საფრანგეთისა
და ესპანეთის შემდეგ).
ყველასათვის
კარგად ნაცნობი ავტომანქანების კორპორაცია – „ფორდი“ სწორედ აქ მდებარეობს და შესაძლოა
ვთქვათ, რომ 1903 წლიდან ის პირველობას არც ერთ სხვა მარკას არ უთმობს.
ჩვენთვისუკვე
ნაცნობია, რომ ქვეყნის ცხოვრების დონე მის მწარმოებლურობაზეა დამოკიდებული, რაც უფრო
მეტია ქვეყნის მწარმოებლურობა, მით მეტია მის მიერ საზღვარგარეთ გასაყიდად გატანილი
საქონლის რაოდენობა ანუ ექსპორტი, ხოლო რაც უფრო დიდია ექსპორტირებული საქონლის რიცხვი,
მით უფრო მაღალია ქვეყნის ცხოვრების დონე. ამ მხრივაც ამერიკის შეერთებულ შტატებს ბადალი არ ჰყავს მსოფლიოში.
ამერიკის
შეერთებული შტატები
აშშ
(მიმოხილვა)
ამერიკის
შეერთებული შტატები ფედერაციული სახელმწიფოა, იგი მოიცავს 50 შტატსა და ერთ ფედერაციულ
ოკრუგს. მის შემადგენლობაშია ასევე ტერიტორიები წყნარ ოკეანესა და კარიბის ზღვაში.
ამერიკის შეერთებული შტატების ბუნება ძალზედ მრავალფეროვანია. მის დასავლეთით გადაჭიმულია
მსოფლიოში ერთ–ერთი უგრძესი და უმაღლესი მთათა სისტემა – კორდილიერები. ქვეყანა მდიდარია
სასარგებლო წიაღისეულით, როგორც ენერგეტიკული, ასევე ლითონური და არალითონური. მრავალფეროვანია
კლიმატური პირობები. აქ მდებარეობს მწვერვალი –
მაკ კინლი, რომელიც არა მარტო ამერიკის შეერთებული შტატების, არამედ მთელი ჩრდილოეთ
ამერიკის უმაღლესი მწვერვალია. მისი სიმაღლე 6194 მეტრის ტოლია და ქვეყნის 25–ე პრეზიდენტის
სახელს ატარებს.
აღსანიშნავია,
რომ ამერიკის შეერთებული შტატები მთლიანი შიდა პროდუქტის[1] მასშტაბით
პირველი სახელმწიფოა მსოფლიოში, რაც შეეხება მას ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით,
აშშ შედის პირველ ათეულში. საინტერესოა, რომ ქვეყნის ეკონომიკას საფუძვლად უდევს თავისუფალი
კონკურენცია. აშშ–ს ეკონომიკის უდიდესი წამყვანი დარგებია: მომსახურების სფერო, მრავალდარგოვანი
მრეწველობა და განვითარებული აგრობიზნესი.
ამერიკის
შეერთებული შტატები სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებით პირველი სახელმწიფოა მსოფლიოში.
იგი აწარმოებს იმდენ პროდუქციას, რამდენსაც დასავლეთ ევროპა და იაპონია ერთად. ამერიკის
შეერთებული შტატები სოფლის მეურნეობით არა მხოლოდ უზრუნველყოფს საკუთარი მოსახლეობის
მოთხოვნებს, არამედ მისი მნიშვნელოვანი ნაწილი გააქვს მსოფლიო ბაზარზე, როგორც ავღნიშნეთ
მას პროდუქციის ექსპორტით ბადალი არ ჰყავს მსოფლიოში.
ახლა
კი შევეხოთ ტურიზმს. რა ხდის ამერიკის შეერთებულ შტატებს ასეთ მიმზიდველს ტურისტებისათვის?
უპირველესად ყოვლისა, აქ შეგიძლიათ ნახოთ თავისუფლების ქანდაკება. ეს გახლავთ 1885
წელს საფრანგეთის მიერ აშშ–სათვის ნაბოძები მონუმენტი, რომელიც თავისუფლების კუნძულზე
მდებარეობს ნიუ–იორკში. ეს სპილენძის ქანდაკება 1886 წელს გაიხსნა შტატებში და ქვეყნის
100 წლის თავს მიეძღვნა, გარდა ამისა, იგი მეგობრობის გამოხატვის ჟეშტი იყო ამ ორ ქვეყანას
შორის.
შემდეგი
ღირსშესანიშნაობა, რომელიც აოცებს მნახველს, არის ვაშინგტონის კათედრალი – წმინდა პავლესა
და წმინდა პეტრეს ტაძარი, ცნობილია როგორც – ეროვნული კათედრალი. ტაძარი შენდებოდა
1907–1990 წლებში, სწორედ აქ განისვენებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი
– ვილსონი.
აღსანიშნავია
ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ინდიელების ეროვნული მუზეუმი, რომელიც დაარსდა
1989 წელს, მაგრამ შენობა გაიხსნა 2004 წლის სექტემბერში. ინდიელი ხალხის კულტურას
აშშ–ს ხელოვნებაში ერთ–ერთი უდიდესი ადგილი უკავია. ეს მუზეუმი სწორედ მათ კულტურასა
და ისტორიას ეძღვნება.
ეს
არასრული ჩამონათვალია ამერიკის შეერთებული შტატების ტურისტული ღირსშესანიშნაობებისა.
ტურიზმს რომ თავი დავანებოთ, ცალსახაა, რომ ქვეყანა მნიშვნელოვანწილად განაპირობებს
დანარჩენი მსოფლიოს ცხოვრების წესს. ამერიკული ტელევიზია, ჰოლივუდის კინო, ჯაზი, ბლუზი,
როკი და რეპი თანამედროვე მასობრივი კულტურის საფუძველია, რომელიც დიდ ზეგავლენას ახდენს
მსოპლიოს სხვადასხვა ქვეყნების ხალხზე.
ამერიკის
შეერთებულ შტატებში მოიპოვება თითქმის ყველა ის ბუნებრივი რესურსი, რომელიც აუცილებელია
თანამედროვე საზოგადოებისათვის. როგორც ავღნიშნეთ, აქ თითქმის ყველა სახის სასოფლო
და სამეურნეო პროდუქცია იწარმოება. გარდა ამისა, ქვეყანაში ძალიან დიდი რაოდენობით
მოიპოვება ქვანახშირი, სპილენძი, მარილი, თაბაშირი, ფოსფატები, გოგირდი და მრავალი
სხვა წიაღისეული. ალიასკა და მექსიკის ყურის მიმდებარე შტატები, თითქმის მთლიანად უზრუნველყოფს
სახელმწიფოს ნავთობით. უდიდესი ნავთობმომპოვებელი კომპანია „ექსონი“ სწორედ ამერიკის
შეერთებულ შტატებს ეკუთვნის. ქვეყანა აწარმოებს მრეწველობის ძველ, განვითარებულ ქიმიურ
და საფეიქრო დარგებთან დაკავშირებულ მრავალნაირ პროდუქციას, თუმცა მრეწველობის ისეთ
ახალ დარგებშიც ლიდერობს, როგორიცაა ელექტრონიკა, პროგრამული უზრუნველყოფა და ბიოტექნოლოგიები.
ზოგადად
ამერიკა ფედერაციული სახელმწიფოა, რომელსაც მართავს პრეზიდენტი (ამჟამად ბარაკ ობამა),
სახელმწიფო ენას ინგლისური წარმოადგენს, წყობით კი ფედერაციული ქვეყანაა. ოფიციალურ
რელიგიად ქრისტიანობაა გამოცხადებული. შტატების საერთო ფართობი დაახლოებით 9.6 მილიონ
კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, რაც შეეხება სიმჭიდროვეს – 31 კაცია ერთ კვადრატულ კილომეტრზე. ყველასთვის ცნობილია,
რომ ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქი ვაშინგტონია. ერუვნულ ვალუტად დოლარია აღიარებული. ერუვნულ დღესასწაულს ამერიკელები
4 ივლისს, დამოუკიდებლობის დღეს მიიჩნევენ.
ისტორია
აღმოჩენა
ამერიკის
შეერთებული შტატები შორეული წარსულით არ გამოირჩევა, მის აღმოჩენას იტალიელ მკვლევარ–მეზღვაურს
– ქრისტეფორე კოლუმბს უნდა ვუმადლოდეთ. კოლუმბი იზიარებდა იმ მეცნიერთა ვარაუდს, რომლებიც
ამტკიცებდნენ, რომ დედამიწას სფეროს ფორმა აქვს და ამიტომაც ინდოეთამდე მიღწევა შესაძლებელია
არა მხოლოდ აფრიკის შემოვლით, არამედ ატლანტის ოკეანის გავლითაც დასავლეთის მიმართულებით.
შორეულ
აღმოსავლეთში დასავლეთით ჩაღწევის გეგმა, მოგზაურმა რამდენიმე სახელმწიფოს წარუდგინა,
მაგრამ მის იდეას მხოლოდ ესპანეთი გამოეხმაურა. მრჩეველთა დიდი ეჭვის მიუხედავად, კოლუმბმა
შეძლო სამი კარაველას – „სანტამარიას“, „პინტასა“ და „ნინიას“ მიღება. გარდა ამისა,
იგი დაინიშნა ყველა იმ ქვეყნისა და კუნძულის გამგებლად, რომელსაც თავად აღმოაჩენდა.
თვალუწვდენელ
ოკეანეში ხანგრძლივი, დამქანცველი მოგზაურობის შემდეგ, ეკიპაჟმა გემი შენიშნა.
1492 წლის 12 ოქტომბერს კოლუმბი ხმელეთზე გადავიდა. მან დაიჩოქა, ღმერთს მადლობა შესწირა
და მაცხოვრის პატივსაცემად კუნძულს სან–სალვადორი
(წმინდა მაცხოვარი) უწოდა. მინიჭებული უფლების თანახმად კოლუმბი კუნძულის მფლობელი
გახდა. კოლუმბი დარწმუნებული იყო, რომ მან აზიის განაპირა კუნძულებს, ანუ „ინდიებს“
მიაღწია, ამიტომაც ადგილობრივ მაცხოვრებლებს ინდიელები უწოდა. თუმცა კოლუმბის აღმოჩენებმა
ესპანეთის სახელმწიფოს ზღაპრული სიმდიდრე ვერ მოუტანა, ამიტომაც მას ჩამოართვეს ყველა
ტიტული და თანდათან მიივიწყეს. ყველასაგან მიტოვებული კოლუმბი ისე გარდაიცვალა, რომ
არც კი იცოდა თავისი აღმოჩენის ჭეშმარიტი მნიშვნელობა. იგი ბოლომდე დარწმუნებული იყო,
რომ ინდოეთს მიაღწია.
მხოლოდ
მოგვიანებით, იტალიელმა მოგზაურმა და მკვლევარმა – ამერიგო ვესპუჩიმ – შეძლო დაემტკიცებინა,
რომ კოლუმბის მიერ აღმოჩენილი ტერიტორია არა ინდოეთი, არამედ ახალი კონტინენტი – ამერიკა
– იყო. მას მთავარი როლი ეკავა ორ რეისში, რომლებიც იკვლევდა სამხრეთ ამერიკის აღმოსავლეთ
სანაპიროს 1499–1502 წლებში. სწორედ მეორე რეისის დროს, მან აღმოაჩინა, რომ სამხრეთ
ამერიკა უფრო ფართოვდება სამხრეთისაკენ, ვიდრე ეს ევროპელებმა იცოდნენ. ამ ფაქტმა დაარწმუნა
მკვლევარი, რომ ეს მიწა იყო ახალი კონტინენტის ნაწილი, რომელსაც შემდგომ მოგზაურის
პატივსაცემად მისი სახელი – ამერიკა ეწოდა.
ამგვარად,
მხოლოდ მეთხუთმეტე საუკუნეში გახდა ცნობილი ამერიკის შესახებ. ამ ხანმოკლე პერიოდში
მრავალი ქარ–ცეცხლი გამოიარა მან და შეძლო დაემკვიდრებინა თავი, როგორც მსოფლიოს ერთ–ერთი
წამყვანი ქვეყანა.
კოლონიზაცია
რაც
შეეხება ამერიკის კოლონიზაციას, იგი ინგლისელებმა მოგვიანებით დაიწყეს. პირველი ინგლისური
კოლონიები ამერიკის კონტინენტზე ჯეიმზ 1–ლის[2] დროიდან
გაჩნდა.კოლონიების დაარსების უფლება თავდაპირველად სავაჭრო კომპანიებს მიეცათ. მათ
კოლონისტებიამერიკის კონტინენტზე უნდა გადაეყვანათ და ახალ ადგილებზე დამკვიდრებაში
ხელი უნდა შეეწყოთ.
ინდიელი
ტომები ამ პერიოდში გვაროვნულ თემებად ცხოვრობდნენ. ისინი კეთილი გულით შეხვდნენ ინგლისელ
კოლონიზატორებს. თავდაპირველად ისინი ინგლისელებს ეხმარებოდნენ სურსათ–სანოვაგით, ასწავლიდნენ
სიმინდისა და თამბაქოს მოყვანას, მაგრამ მოგვიანებით მათი ურთიერთობა დაიძაბა, რადგან
ინგლისელები ჩალის ფასად ყიდულობდნენ ინდიელების სამოსახლოებს და ხშირ შემთხვევებში
ძალადობასაც კი მიმართავდნენ. საბოლოოდ ინგლისელებმა მიზანს მიაღწიეს და ინდიელები
თავიანთი სამოსახლოებიდან განდევნეს.
მე–17
– მე–18 საუკუნეებში ჩრდილოეთ ამერიკის ატლანტის ოკეანის სანაპიროზე 13 ინგლისური კოლონია
იყო. ამ პერიოდში ამერიკის მოსახლეობის რიცხვმა 2 მილიონს მიაღწია, მათი უმეტესობა
ძირითადად ინგლისელები იყვნენ. ასევე ბევრი იყო შოტლანდიელი, ირლანდიელი და გერმანელი.
სამუწუხარო ფაქტია, რომ ინგლისელები ამუშავებდნენ აფრიკიდან ნაყიდ შავკანიან მონებს,
რადგან მათ ვერ შეძლეს ადგილობრივი მოსახლეობის დამორჩილება. ასე რომ, ამ დროს მონობით
ვაჭრობამ უზარმაზარ მასშტაბებს მიაღწია, იგი მთელი ცხოვრება გრძელდებოდა და შთამომავლობითაც
კი გადაეცემოდა.
ამ
პერიოდში ამერიკის კოლონიების მფლობელობაზე პრეტენზიას ესპანეტი და ჰოლანდიაც აცხადებდა.
ცნობილია, რომ კოლონიებს ამ ტერიტორიაზე, ეს ქვეყნებიც ფლობდნენ.
მიუხედავად
მძიმე კოლონიალიზმისა, რომელიც ამ პერიოდში ამერიკაში მძვინვარებდა, ქვეყანამ მაინც
მიაღწია დიდ სამეურვეო წარმატებებს (რაც რასაკვირველია ინგლისის შეშფოთების საბაბად
იქცა) და 13 კოლონიური შტატის კონგრესი არა წარმომადგენლობის სათათბიროს, არამედ ახლა
უკვე საკანონმდებლო ორგანოს – პარლამენტსწარმოადგენდა. ეს ამერიკისთვის იყო პირველი
წარმატებული ნაბიჯი სახელმწიფოს შექმნისათვის, რამაც მოგვიანებით ამ კოლონიებისა და
ტერიტორიების ერთ მთლიან – შეერთებულ შტატებად – ჩამოყალიბება განაპირობა.
ამერიკის შეერთებული
შტატების შექმნა
ამერიკის
შეერთებული შტატების ისტორია ოფიციალურად სწორედ 1776 წლიდან იწყება, როდესაც მიღებულ
იქნა დამოუკიდებლობის დეკლარაცია. ამ დეკლარაციაში ნათქვამი იყო, რომ ადამიანები თანასწორნი
შექმნილან, რომ მათი ხელშეუხებელი უფლებებია: სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისაკენ
სწრაფვა. დეკლარაციის შემქმნელებმა დაგმეს კოლონიური ჩაგვრა და ადამიანების წოდებებად
დაყოფა. ისტორიაში პირველად, საკანონმდებლო წესით მოისპო ფეოდალური წოდებები და დამყარდა
პოლიტიკური თანამდებობები. ეს ყველაფერი მხოლოდ თეთრკანიან მოსახლეობას შეეხო. კონგრესს
არავითარი გადაწყვეტილება არ მიუღია ინდიელთა შესახებ.
ამრიგად
ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე შეიქმნა ახალი სახელმწიფო, ინგლისისაგან დამოუკიდებელი
ამერიკის შეერთებული შტატები, რომელსაც სათავეში აშშ–ს პირველი პრეზიდენტი – ჯორჯ ვაშინგტონი
– ედგა. 1787 წელს სწორედ აქ მიიღეს მსოფლიოში პირველი კონსტიტუცია, რომელიც მცირეოდენი
ცვლილებებით დღესაც მოქმედებს. 1800 წელს ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქად
ვაშინგტონი აღიარეს. 4 ივლისი შეერთებული შტატების ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა
დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად.
ინგლისის
წინააღმდეგ ხანგრძლივი ომის შემდეგ, რომელიც ამერიკის დამოუკიდებლობისათვის მიმდინარეობდა,
შტატებმა მიზანს მიაღწია და საბოლოოდ თავი დაიღწია ინგლისის კოლონიობისაგან. ეს იყო
უდიდესი გამარჯვება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ.
თანდათან
მიმდინარეობდა სახელმწიფოს ტერიტორიების გაფართოება. 1783 წელს ინგლისთან დადებული
პარიზის ზავით აშშ–ს სახელმწიფოს ფარგლებში მოექცა უზარმაზარი ტერიტორია. 1803 წელს
ნაპოლეონ ბონაპარტიმ შტატებს ჩალის ფასად მიჰყიდა ინგლისის ფლოტის მიერ საფრანგეთისაგან
მოკვეთილი ლუიზიანა, ამან ქვეყნის ფართობი ორჯერ გაზარდა. ასე ნელ–ნელა ფართოვდებოდა
ამერიკის შეერთებული შტატები, ცნობილია, რომ 1853 წლის ხელშეკრულებით მან რუსეთისაგან
შეიძინა უდიდესი ნახევარკუნძული ალიასკა.
ამერიკის
შეერთებული შტატების სახელმწიფო დროშაზე 13 თეთრ–წითელი ზოლი და ვარსკვლავი გამოსახეს.
შემდგომში, შტატების მატებასთან ერთად დროშაზე ვარსკვლავების რაოდენობა გაიზარდა. ამჟამად
ვარსკვლავების რიცხვი 50–ს შეადგენს, ხოლო ზოლების რაოდენობა უცვლელი დარჩა.
აშშ პირველ და მეორე მსოფლიო ომებში
ცნობილია,
რომ პირველი მსოფლიო ომი 1914 წელს დაიწყო, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატები ომში
ჩაბმას არ ჩქარობდა და ნეიტრალური სტატუსის შენარჩუნებას ამჯობინებდა. 1917 წლის რუსეთის
თებერვლის რევოლოციამ დააჩქარა აშშ–ს ჩაბმა ომში, ვინაიდან უცნობი იყო შეძლებდა თუ
არა რუსეთის ახალი მთავრობა გერმანიასთან გამკლავებას. რუსეთის ომიდან გამოთიშვის შემთხვევაში
კი ძალთა თანაფარდობა მკვეთრად შეიცვლებოდა გერმანიის სასარგებლოდ, რაც ამერიკისთვის
ხელსაყრელი ნამდვილად არ იყო, ასე რომ აშშ ძალიან იყო დაინტერესებული ანტანტის[3] გამარჯვებით.
წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაკარგავდა ინგლისისა და საფრანგეთისათვის მიცემულ უამრავ
სესხს, გარდა ამისა, მსოფლიოს პირველობისათვის მას მოუხდებოდა ძალზედ გაძლიერებულ გერმანიასთან
დაპირისპირება. ასე რომ, 1817 წლის 6 აპრილს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ომი გამოუცხადა
გერმანიას. სწორედ ამერიკის წყალობით ანტანტა გამარჯვებული გამოვიდა პირველი მსოფლიო
ომიდან, გერმანია დამარცხდა, აშშ კი უაღრესად ხელსაყრელ პირობებში აღმოჩნდა. იგი გადაურჩა
საომარ ნგრევას, ბრძოლებში მისი დანაკარგი მცირედი იყო (40000 მოკლული და 230000 დაჭრილი).
ასევე შეიცვალა მისი ფინანსური მდგომარეობა – ის მოვალე ქვეყნიდან კრედიტორ ქვეყნად
გადაიქცა.
ამერიკის
შეერთებული შტატები ფორმალურ ნეიტრალიტეტს იცავდა მეორე მსოფლიო ომშიც. მოსახლეობის
უმრავლესობის ანტისაომარი განწყობა ხელს უშლიდა პრეზიდენტ რუზველტს პირდაპირ მიეღო
მონაწილეობა ომში დიდი ბრიტანეთისა და სსრკ–ს მხარეზე. თუმცა ცნობილია, რომ ფარულად
ამერიკა ყოველგვარ შესაძლო დახმარებას უწევდა დიდ ბრიტანეთს. 1941 წლის 11 მარტს მიღებული
კანონით ამერიკის კონგრესმა ეს დახმარება კანონიერი გახადა. ამის შემდეგ აშშ დიდი რაოდენობით
საბრძოლო და სამეურნეო იარაღს აწვდიდა როგორც ბრიტანეთს, ისე საბჭოთა კავშირს. აშკარა
იყო შტატების მზადყოფნა ომში ჩაბმისათვის.
1941
წლის 7 დეკემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების წყნარი ოკეანის ფლოტის – პერლ–ჰარბორის დაბომბვამ იაპონიის მიერ, იძულებული
გახადა შტატები მეორე დღესვე, 8 დეკემბერს, ომი გამოეცხადებინა გერმანიისა და იაპონიისათვის.
მეორე
მსოფლიო ომში ამერიკის ჩარევამაც მკვეთრად შეცვალა მდგომარეობა. ომი დიდი ბრიტანეთისა
და სსრკ–ს გამარჯვებით დასრულდა, ამერიკა მინიმალური ზარალით გამოვიდა (დაიღუპა
300 000კაცი). ომის შემდეგ აშშ–ს ხელთ იყო სამრეწველო სიმძლავრეთა 2/3 და მსოფლიოში
ინვესტირებული საქონლის 3/4, შესაბამისად გაცილებით სწრაფად მოხდა მეურნეობის ხელახალი
აღორძინება და ქვეყანამ კვლავ შეინარჩუნა სუპერსახელმწიფოს ტიტული.
გეოგრაფია
ამერიკის
შეერთებული შტატების უდიდესი ნაწილი მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე. როგორც
ავღნიშნეთ, აშშ–ს ბუნება ძალზედ მრავალფეროვანია. აქ გვხვდება როგორ დაბლობები ასევე
მთიანი ტერიტორიებიც. ქვეყანა გადაჭიმულია ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანემდე. მოიცავს
ტერიტორიულად დაშორებულ ალასკისა და ჰავაის შტატებს. მასვე ეკუთვნის რიგი კუნძულები
წყნარ ოკეანეში.
ამერიკის
შეერთებული შტატების ფართობი 9.6 კვადრატული კილომეტრია და სიდიდით მესამე ქვეყანაა
მსოფლიოში რუსეთისა და კანადის შემდეგ. მისი ჩრდილოეთის მეზობელი ქვეყანა კანადაა,
სამხრეთისა კი მექსიკა. ალასკის მონაკვეთზე, ბერინგის სრუტეზე გადის მისი საზღვარი
რუსეთთან. საზღვაო საზღვრების სიგრძე – ალასკისა და ჰავაის ჩათვლით – 19,9 კილომეტრს
აღწევს.
ქვეყნის
მთავარი მდინარეებია: არკანზასი, მისისიპი, მისური, კოლორადო, რიო გრანდე და მრავალი
სხვა. აღსანიშნავია, რომ ქვეყანა მდიდარია ჰიდროგრაფიული ქსელით. აქ გვხვდება უამრავი
ტბა, მათ შორის: ერის, ჰურონის, მიჩიგანის, ზემო ტბა და სხვები.
ალასკა
და ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთის მესამედი უმეტესად მთიანია. კლდოვანი მთები,
რომლებიც ალასკიდან მექსიკამდეა გადაჭიმული, რამდენიმე ქედისაგან შედგება და მათ ზეგნები
და აუზები ჰყოფს. სამხრეთ–დასავლეთის შტატების უმეტესობა, მაგალითად არიზონა, ცხელი
უდაბნოა, ხოლო ჩრდილო–დასავლეთისა, მაგალითად ორეგონი, ქვეყნის ყველაზე ტენიანი მხარეა.
დიდმა მდინარეებმა (კოლორადომ და სნეიკმა) ქედებში ღრმა კანიონები და ხეობები გათხარეს.
ალაგ–ალაგ მდინარეებზე კაშხლებია აგებული, წყალს სარწყავად იყენებენ და ქალაქების ელექტრომომარაგებისათვის.
გასაკვირი
არ არის, რომ აშშ–ში უამრავი ვულკანია. ერთ–ერთი მათგანია ვაიალეალე, რომელიც მდებარეობს
ქვეყნის ჰავაის შტატის ტერიტორიაზე. ეს ვულკანი ერთ–ერთი ყველაზე მაღალი ვულკანია ამერიკაში.
ვაიალეალეს ასაკი განისაზღვრება დაალოებით 8 მილიონი წლით. ვულკანის მწვერვალი რეგიონსი
ხშირი წვიმიანობის გამო მოქცეულია ნისლის ქვეშ, რაც განსაკუთრებულ სილამაზეს მატებს
ამ ადგილს. ჰავაის შტატის ტერიტორიაზევეა მაუნა–კეას ჩამქვრალი ვულკანი, რომლის დიდი
ნაწილიც წყლის ქვეშ მდებარეობს. თუ მაუნა–კეას სიმაღლეს მისი ძირიდან ავითვლით, მაშინ
მისი სიმაღლე 10 კილომეტრს მიაღწევს.
აშშ
მდიდარია უდაბნოებითაც. არიზონას ჭრელი უდაბნო 280კმ.2 ფართობის მქონე უნაყოფო
არეა, რომელიც მოიცავს გაქვავებული ტყის ეროვნული პარკის ნაწილს. უდაბნოს მიწა შეიცავს
დიდი რაოდენობით რკინასა და მანგანუმს, რაც მის სხვადასხვა ფერებით აჭრელებას იწვევს
და ძალიან ლამაზ სანახავს ხდის მას. სწორედ აშშ–ს განუმეორებელი ბუნება და გეოგრაფია
არის მისი წარმატების ერთ–ერთი მიზეზი საერთაშორისო არეალზე.
მოსახლეობა
ამერიკის
შეერთებული შტატების მოსახლეობა შედგება სამი ძირითადი ეთნიკური ჯგუფისაგან:
1.
აშშ–ს ამერიკელები;
2.
იმიგრანტთა გარდამავალი ჯგუფი;
3.
აბორიგენული მოსახლეობა.
ქვეყნის
მკვიდრი მოსახლეობა აზიური წარმოშობისაა, ისინი აქ მრავალი ათასი წლის წინ დასახლდნენ.
v აშშ–ს
მთლიანი მოსახლეობა დაახლოებით 300 მილიონ კაცს შეადგენს.
v 2005
წლის მონაცემებით აშშ მოსახლეობის რაოდენობით მესამე ქვეყანაა მსოფლიოში.
v მოსახლეობის
რაოდენობის მხრივ ქვეყნის უდიდესი შტატია კალიფორნია.
v მოსახლეობის
რაოდენობის სიმცირით ვაიომინგის შტატი გამოირჩევა.
v სიმჭიდროვე
ყველაზე მაღალია შტატ – ნიუ ჯერსში.
v ყველაზე
დაბალი სიმჭიდროვით ხასიათდება ალასკა.
v აშშ–ს
37 მილიონი ადამიანი შავკანიანია, რაც მთელი მოსახლეობის დაახლოებით 13%–ს შეადგენს.
v ამერიკის
შეერთებული შტატების თანამედროვე ტერიტორიაზე ევროპელთა გამოჩენისას ცხოვრობდა ინდიელთა
დაახლოებით 400 სხვადასხვა ტომი, რომელთა რიცხვი 2 მილიონს შეადგენდა. მათი უმეტესობა
ჩასულმა ევროპელებმა გაწყვიტეს, ნაწილი კი ევროპეიდულ რასას შეერია და დღესდღეობით
ამერიკის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს შეადგენს.
ამერიკის შეერთებული შტატები მაღალურბანიზებული ქვეყანაა – მოსახლეობის
77% ცხოვრობს ქალაქებში. ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა 3 მეგალოპოლისი და არაერთი
კონურბანიზაცია:
1.
პედმუნთის (ატლანტა, შარლოტა, როლი, დარენი);
2.
ფლორიდის (ჯექსონვილი, თამპა, ორლანდო, მაიამი);
3.
ტეხასის (ჰიუსტონი, დალასი, ფორტი, უერი, სან ანტონიო);
4.
წყნარი ოკეანის ჩრდილო დასავლეთი (პორტლენდი, სიეტლი).
ამერიკელი
ერი შედარებით ახალგაზრდა პოლიეთნიკური ერთობაა, რომელიც ჩამოყალიბდა აბორიგენი მოსახლეობისა
და იმიგრანტების შერევის შედეგად. მთელი მოსახლეობის 77.1% თეთრკანიანია, 12.9% აფროამერიკელია,
4.2% აზიელია, 1.5% აბორიგენი, ინდიელი, ესკიმოსი და ალეუტია, ვხვდებით მულატებსა და
მეტისებსაც.
ტექნოლოგიური
მიღწევები
ყველასათვის
ცნობილია ამერიკის შეერთებული შტატების მიღწევები და პროგრესი თანამედროვე ტექნოლოგიებში. იგი ლიდერია ისეთ დარგებში, როგორებიცაა ელექტრონიკა,
პროგრამული უზრუნველყოფა და ბიოტექნოლოგიები.
ამერიკამ
შვა: ტელეფონი, ელექტრობა, ტელევიზია, კომპიუტერი, ინტერნეტი, ატომური ბომბი, მასობრივი
ავტოინდუსტრია, მასვე მიაკუთვნებენ საკრედიტო ბარათებსა და მრავალ სხვა მიღწევას.
ტელეფონის
ისტორია პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ იწყება. პირველი ტელეფონი მხოლოდ
მანქანაში დასამონტაჟებლად იყო განკუთვნილი და 40 კილოგრამს იწონიდა. 1950–იანი წლებიდან
დაიწყო მანქანაში დაყენებული ტელეფონების დაპატარავება, ისინი თანდათან უფრო ნაკლებ
ადგილს იყენებდნენ, ხოლო 1970–იანი წლებისათვის მობილური ტელეფონი მნიშვნელოვნად „შემსუბუქდა“
და სულ რაღაც 12–14 კილოგრამს იწონიდა. მას შემდეგ მობილურები თანდათან იხვეწებოდა
და თანამედროვე მობილურის სახე მიიღო, რომლის გარეშე ცხოვრებაც დღეს ყველას წარმოუდგენლად
მიაჩნია. ამ სასწაულს კი მთლიანად ამერიკას უნდა ვუმადლოდეთ.
რაც
შეეხება ტელევიზიას, მისი განვითარების ისტორია 1875–1877 წლებიდან იწყება, როდესაც
მოძრავი გამოსახულების სიგნალის მიღებისა და გადაცემის ძირითადი პრინციპები იქნა მიღებული.
1925–1926 წლებში ინგლისსა და ამერიკაში მოეწყო გამოსახულების გადაცემათა დემონსტრირება,
რაც დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო იმდროინდელი საზოგადოებისათვის. რა თქმა უნდა ტელევიზიის
შექმნა ერთი ადამიანის ან ერთი ქვეყნის მიერ არ მომხდარა, ეს ხანგრძლივი პროცესი იყო,
რომელშიც უამრავი ქვეყანა მონაწილეობდა და რომელშიც ამერიკას უდიდესი წვლილი მიუძღვის.
საინტერესოა
როგორ იქმნებოდა კომპიუტერი, რომელიც ოცდამეერთე საუკუნის განუყოფელი ნაწილია. მე–20
საუკუნეში ელექტრონიკის დარგში გაკეთებულმა აღმოჩენებმა ტექნოლოგიურ რევოლუციამდე მიგვიყვანა
და ცხოვრების წესი შეგვიცვალა. ცნობილია, რომ პირველი კომპიუტერი აწყვეს 1945 წელს
ამერიკელმა ფიზიკოსებმა – ჯონ ეკტრიმ და ჯონ მოუჩლიმ. 1958 წელს გამოგონებულ იქნა მიკროსქემა
– ჩიპი. მიკროსქემის გამოგონებამ შესაძლებელი გახადა უფრო პატარა, სწრაფი და მძლავრი
კომპიუტერების აგება. კომპიუტერები დაიყო თაობებად, იყო პირველი თაობა, რომლის მანქანებიც
აგებული იყო ლამპებზე და ელექტრონულ–სხივურ მილაკებზე. შემდგომ ამისა იყო მეორე თაობის
კომპიუტერები, სადაც ლამპა შეიცვალა უფრო საიმედო და უფრო სწრაფი ნახევარგამტარით
– ტრანზისტორით. ამას მოჰყვა მესამე თაობის კომპიუტერები და ა.შ. კომპიუტერიც თანდათან
იხვეწებოდა და იღებდა ისეთ სახეს, როგორიც მას დღეს აქვს. დღედღეობით უდიდესი კომპიუტერული
პროგრამული უზრუნველყოფის კორპორაცია მდებარეობს ამერიკაში, რომლის დამაარსებელი და
თავმჯდომარე ამერიკელი პროგრამისტი – ბილ გეიტსი, ხოლო აღმასრულებელი ვიცე–პრეზიდენტი
– პოლ ალენია. სწორედ ამ ადამიანებს უნდა ვუმადლოდეთ თანამედროვე კომპიუტერის ასეთ
სრულყოფასა და წარმატებას, ზოგადად კი კომპიუტერული რევოლუცია სწორედ ამერიკის შეერთებული
შტატების დამსახურებაა.
ალბათ
დღესდღეობით კომპიუტერი წარმოუდგენელია ინტერნეტის გარეშე. საინტერესოა რა არის ინტერნეტი
და როგორ იქმნებოდა იგი. სისტემა, რომელიც დღეს ინტერნეტადაა წოდებული, აღმოცენდა
70–იან წლებში დამუშავებული ტექნოლოგიის საფუძველზე. დღეისათვის ინტერნეტი წარმოადგენს
სრულიად მსოფლიოს მასშტაბით დატოტვილ კომპიუტერულ ქსელს, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა
საკომუნიკაციო ხაზებით დაკავშირებულ ქსელებს და უზრუნველყოფს მათ შორის ინფორმაციის
გაცვლას. დღესდღეობით ინფორმაციის გაცვლა შესაძლებელია ქსელების გარეშეც, ინტერნეტის
WI–FI სისტემის გამოყენებით. ინტერნეტი
ყოველდღიურად უფრო და უფრო პოპულარული ხდება, იმიტომ, რომ ის მუშაობს, როგორც ერთი
მთლიანი მექანიზმი, მიუხედავად იმისა, რომ მას მთლიანობაში ერთი არც მფლობელი ჰყავს
და არც მმართველი. რაღა თქმა უნდა არსებობს სამსახურები, რომლებიც უზრუნველყოფენ ინტერნეტის
უწყვეტ მუშაობას.
1969
წელს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს დავალებით შეიქმნა „პროგრესულ
გამოკვლევათა ბიურო“, რომელსაც თავდაცვის სამინისტრომ დაავალა შეექმნა იმგვარი საკომუნიკაციო
ქსელი, რომელიც შეუფერხებლად შეძლებდა ფუნქციონირებას საომარი მოქმედებების პირობებში.
ქსელს უნდა უზრუნველეყო ადრესატამდე შეტყობინების გადაცემა ქსელის ნაწილის ფიზიკური
განადგურების შემთხვევაშიც კი. 1969 წლის 29 ოქტომბერს განხორციელდა ორი კომპიუტერის
ერთმანეთთან დაკავშირების პირველი ცდა. ერთმანეთს დაუკავშირეს სტენფორდისა და კალიფორნიის
უნივერსიტეტების კომპიუტერები. ეს მცდელობა წარმატებით დასრულდა. ასე შეიქმნა ინტერნეტი,
რომლის დახვეწაც მიმდინარეობდა დიდი ხნის განმავლობაში და საბოლოო სახით დღეს თითოეულ
ოჯახში გვევლინება.
ახლა
გასაკვირი არ არის, რატომ მიაწერენ ამერიკას ტექნოლოგიურ რევოლუციას და რატომ თვლიან
რომ კომპიუტერისა თუ ინტერნეტის შექმნა სწორედ აშშ–ს დამსახურებაა. თუკი მათი შექმნის
ისტორიას გადავხედავთ, ძნელი არ იქნება დავინახოთ ამ ქვეყნის უდიდესი წვლილი მათ გამოგონებაში.
ქალაქები,
რომლებიც უნდა ნახო
ვაშინგტონი
ქალაქი
ვაშინგტონი ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქია, რომელიც მდებარეობს მდინარე
პოტომაკზე. ქალაქის ისტორია 1783 წლიდან იწყება, როდესაც ქალაქი დაარსდა. იგი ამერიკის
შეერთებული შტატების პრეზიდენტის – ჯორჯ ვაშინგტონის სახელს ატარებს. 1791 წლიდან,
ვაშინგტონი ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქია. 1800 წელს მთავრობა ოფიციალურად
გადავიდა ვაშინგტონში. პირველი პრეზიდენტი, რომლის ინაუგურაციაც აქ მოეწყო, იყო ჯეფერსონი.
ქალაქის
ძირითადი არქიტექტურული იერსახის დაგეგმარება ეკუთვნის ფრანგ არქიტექტორს პიერ–შარლ
ლანფანს. 1974 წლიდან ქალაქს სათავეში უდგას მერი. აქ მდებარეობს ამერიკის შეერთებული
შტატების პრეზიდენტის რეზიდენცია – თეთრი სახლი. ქალაქი ტურისტებისთვის განსაკუთრებულად
საყვარელ ადგილს წარმოადგენს სწორედ თეთრი სახლისა და სხვა მრავალი ღირსშესანიშნაობის
გამო, რომელიც აქ მდებარეობს. აქ შეხვდებით ვაშინგტონის მემორიალს, რომელიც 36 ათასი
მარმარილოსა და გრანიტისაგან შემდგარი 169 მეტრის სიმაღლის სვეტია. იგი გაიხსნა
1884 წელს.
აქვე
ნახავთ ლინკოლნის მემორიალს, რომელიც მდებარეობს პოტომაკის პარკში, მდინარე პოტომაკის
სანაპიროზე. მემორიალის 36 დორიული კოლონა აღნიშნავს ლინკოლნის პრეზიდენტობის პერიოდში
არსებული შტატების რიცხვს. მემორიალის ცენტრში პრეზიდენტ ლინკოლნის 6 მეტრი სიმაღლის
ფიგურაა. ეს მემორიალი შეიქმნა 1914–1922 წლებში.
კიდევ
ერთი რამ, რაც ვაშინგტონს ასეთ უნიკალურ ქალაქად აქცევს, არის ეროვნული ბიბლიოთეკა,
რომელიც ერთ–ერთი უდიდესია მთელს მსოფლიოშო. იგი დაარსდა 1800 წელს და წარმოადგენს
25 მილიონიანი წიგნისა და ბუკლეტის საცავს 470 ენაზე.
ნიუ–იორკი
ნეუ–იორკი
არის ქალაქი ამერიკის შეერთებულ შტატებში 8 მილიონზე მეტი მცხოვრებით. იგი ჩრდილოეთ
ამერიკის ყველაზე დიდი და ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია. მის აგლომერაციაში
22 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
ნეუ–იორკი
საერთაშორისო ფინანსების, პოლიტიკის, გართობისა და კულტურის ცენტრია და მსოფლიოს ერთ–ერთ
უმნიშვნელოვანეს გლობალურ ქალაქთაგანია მუზეუმთა, გალერეათა, სამხატვრო–საშემსრულებლო
დაწესებულებათა, უმაღლეს სასწავლებელთა, მედიის, საერთაშორისო კორპორაციათა და საფინანსო
ბაზართა შეუდარებელი რაოდენობით. აქვე მდებარეობს გაეროს მსოფლიო შტაბ–ბინა.
ნეუ–იორკი
ყოველწლიურად უდიდესი რაოდენობის იმიგრანტებს იზიდავს არა მხოლოდ მსოფლიოს 180 ქვეყნიდან,
არამედ თავად ამერიკიდანაც, რომელნიც ქალაქში ჩამოდიან მისი კულტურის, ენერგიის, კოსმოპოლიტიზმისა
და ეკონომიურ შესაძლებლობათა გამო. აღსანიშნავია, რომ ნიუ–იორკი ამჟამად უდიდეს ამერიკულ
ქალაქთა შორის კრიმინალის ყველაზე დაბალი დონით გამოირჩევა.
ლოს–ანჯელესი
ლოს–ანჯელესი,
რომელიც ითარგმნება როგორც ანგელოზთა ქალაქი, სიდიდთ ამერიკის მეორე ქალაქია ნეუ–იორკის
შემდეგ. ქალაქის სტატუსი მიენიჭა 1850 წლის 4 აპრილს. 2000 წლის დაკვირვების მიხედვით,
მისი მოსახლეობა შეადგენდა 3.69 მილიონ კაცს, თუმცა 2004 წლის აღწარმოებით, ამ რიცხვმა
3.85 მილიონს მიაღწია. ლოს ანჯელესის ფართობი 1200 კვადრატული კილომეტრია, რითაც იგი
ნიუ–იორკსა და ჩიკაგოს აღემატება.
ლოს–ანჯელესი
ქვეყნის ერთ–ერთი გამორჩეული კულტურული, ეკონომიკური, სამეცნიერო და გასართობი ცენტრია.
ქალაქი მიჩნეულია შემოქმედების ავანგარდად, სადაც თავს იყრის დედამიწის ფაქტიურად ყველა
ერის წარმომადგენელი. აქ ჩასულ ადამიანებს
ხიბლავთ ქალაქის საამური კლიმატი, ცოცხალი ცხოვრების რიტმი და უდიდესი ენერგია.
ცნობილია,
რომ 1932–1984 წლებში ლოს–ანჯელესი ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობდა. თუმცა ამავდროულად
ქალაქი საკმაოდ საშიშია კრიმინალური თვალსაზრისით, ცნობილია ყველაზე საშიში უბნებისა
და ყველაზე საშიში დაჯგუფებების სახელებიც.
ეს
ძალიან მცირე ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობაა ამ უდიდესი სახელმწიფოს უმშვენიერესი
ქალაქებისა, რომლებიც უფრო დიდ ხიბლს მატებს ამერიკას ტურისტების თვალში და ყოველწლიურად
უფრო და უფრო აფართოებს დამთვალიერებელთა რიცხვს.
აშშ
– სუპერ სახელმწიფო
მას
შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიას, განვითარების დონესა თუ კულტურას
გადახედავ, შეუძლებელია არ გაგიჩნდეს სურვილი ერთხელ მაინც ნახო ეს ქვეყანა. რა ხდის
მას ასეთ მნიშვნელოვანს?! როგორც ვნახეთ, მისი გავლენა განსაკუთრებით გაიზარდა მსოფლიო ომების
დამთავრების შემდეგ, მის ეკონომიკურ ძლიერებას კი, ალბათ მაინც თავისუფალ კონკურენციაზე
დამყარებული ბაზარი განაპირობებს. ტურიზმის განვითარების დონე, პროდუქციის მწარმოებლურობა,
კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარება, მანქანათმშენებლობა – თითოეული ეს დარგი უდიდეს
დახმარებას უწევს ქვეყანას შეინარჩუნოს პირველობა მსოფლიო ასპარეზზე.
ამერიკის
შეერთებული შტატები ულამაზესი ქვეყანაა, შეუძლებელია ამაზე განსხვავებული აზრი იქონიო.
მიუხედავად მისი ხანმოკლე ისტორიისა, მან შეძლო ისეთი უდიდესი წარსულის მქონე ქვეყნები
დაეჩრდილა,როგორებიცააა ინდოეთი, ჩინეთი და მრავალი სხვა. დღესდღეობით ცნობილია, რომ
ამერიკის შეერთებული შტატები ტურისტთა რიცხვით არათუ ჩამოუვარდება ამ უძველესი კულტურის
ქვეყნებს, არამედ აღემატება კიდეც მათ.
ზუსტად
ვერ ვიტყვით რამ განაპირობა ამ ქვეყნის ასეთი აღმასვლა ასე მცირე პერიოდში, თუმცა ფაქტი
ფაქტია, ამერიკის შეერთებული შტატები ბევრისთვის ოცნების ქვეყანაა, ახლაც იწოდება და
მომავალშიც ასე იქნება:
[1]მთლიანი შიდა მროდუქტი
– იგივე მშპ – არის ერთი წლის განმავლობაში
ქვეყნის საზღვრებში წარმოებული მთლიანი პროდუქციისა და მომსახურების საერთო ღირებულება.
მშპ ეროვნული შემოსავლებისა და წარმოების ზომის გამოთვლის ერთ–ერთი მეთოდია.
[2]ჯეიმზ 1–ლი
– ჯეიმზ 1–ლი სტიუარტი – ინგლისის მეფე მე–16 საუკუნის ბოლოსა და მე–17 საუკუნის დასაწყისში.
[3]ანტანტა
– ინგლისის, საფრანგეთისა და რუსეთის სამხედრო–პოლიტიკური ბლოკი, გერმანიის, ავსტრია–უნგრეთისა
და იტალიის წინააღმდეგ.
No comments:
Post a Comment